27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ - ემანუელ მაკრონი

საქართველო, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა - არიან ის ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდნეტმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნული ქვეყნები ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილად დაასახელა, ისაუბრა სტაბილურობისთვის ახალი მექანიზმების შექმნაზეც და აღნიშნა რომ, ეს ფუნამენტურ პრინციპებზე კომპრომისით ვერ მოხდება.

ვლადიმერ პუტინის რიტორიკა იგივე რჩება - ის NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ლიდერი უკვე უკრაინელ კოლეგას შეხვდება.

დღის ამბები