27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
1 112 800 ლარის ყალბი ანგარიშ-ფაქტურების ჯგუფურად დამზადების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ყალბი ხელშეკრულებები გააფორმეს და საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს, ფორმალურად შეიქმნეს თითქოსდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას გამოიყენეს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები