როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდა - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
"თუ ჩვენი ქვეყანა დასახულ მიზნებს მიაღწევს და მოსახლეობაც ამას გაგებით მოეკიდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მსგავსი ციფრების შემთხვევაში ჰოსპიტალში გვეყოლება 400-500 ადამიანი. ერთადერთი გზა პანდემიის კონტროლის არის მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. ინფიცირების რიცხვებს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ამით გავაკონტროლებთ ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობას და მას მინიმუმ 10-ჯერ შევამცირებთ. დანარჩენი რისკები, რომელიც ამას უკავშირდება, არის გაზრდილი რეინფიცირების რისკები, რომელიც, თუნდაც, მსოფლიო მაჩვენებლით 5-ჯერ გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აუცრელი იქნება მოსახლეობის 60-70%, ეს ციფრები მუდმივად იტრიალებს და ჩვენ სულ ვიქნებით ზღვარზე - ჰოსპიტალური საწოლები გვევსება, თუ დაგვრჩა...
იქნება მოსახლეობის 80% აცრილი? - ეს იქნება მართვადი და სწორედ ამას ჰქვია ენდემურ ფაზაში პანდემიის გადასვლა," - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.