27 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას - მარიამ ნარჩემაშვილი

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანს სურს საქართველოდან განჯის კარიბჭის დაბრუნება და ამის შესახებ მთავრობათშორისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიასთან აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა ისაუბრა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთოდ არ დგას.

"რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში," - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მედიამ ქვეყნის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოდან აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დღის ამბები