27 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ლარი გამყარებას განაგრძობს - არის თუ არა კურსის გამყარება შეუქცევადი პროცესი, ექსპერტების პროგნოზი 

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,02 ლარი ღირს.

დოლარის შეძენას ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2, 98 ლარად შეძლებთ. ექსპერტები პოზიტიურ დინამიკას პროგნოზირებენ.

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ლარის გამყარებას ხელი შეუწყო პრემიერის გადაწყვეტილებამ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით.

"წლის დასაწყისიდან, როდესაც პრემიერმა ეკონომიკის გახსნაზე მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ ამან გამოიღო ეს შედეგი. ლარის გამყარება შეუქცევადი პროცესია და ჩვენ ვნახავთ, რომ თებერვალ-მარტში ეს პროცესი ასე გაგრძელდება," - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ ეკონომიკის გამყარებაში გზავნილებს დიდი წვლილი მიუძღვის.

დღის ამბები