27 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ დავით კირკიტაძეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

თავად დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. 

"ამ ბრალს არაფრის ფასი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ტექსტში, ამ ფურცლებზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ამომიბეჭდა წერია ღირებული, ეს დავწერე მე - "თავისუფლება მიშას", დანარჩენი არის აბსურდი და სასაცილო. პროკურატურა რას ითხოვს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ მათ თხოვნას ვუპასუხებთ ადეკვატურად და "ქართული ოცნება" პასუხობს პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პოლიტიკური პოლიციით", - აცხადებს დავით კირკიტაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

დღის ამბები