პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ჩინეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, შტატებმა და ბევრმა ქვეყანამ, დიპლომატიური ბოიკოტი გამოაცხადა. ბოიკოტი სპორტსმენებს არ ეხება.
ეს მხოლოდ ამ ქვეყნების მთავრობების უარს გულისხმობს, დაესწრონ თამაშებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები, მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნებიან.
ჩინეთის დედაქალაქში 9 ქართველი სპორტსმენი 15 სახეობიდან, სამში იასპარეზებს. ქართული დელეგაციისთვის ეს ზედიზედ მე-8 ზამთრის ოლიმპიადაა, 9 მონაწილე კი ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.