27 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
კოვიდპანდემია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი - ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე მიზეზით ხსნის

კოვიდპანდემია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი - ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე მიზეზით ხსნის.

საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ფასების მატება საქართველოზეც აისახა. ინფლაციის მაჩვენებელმა რეკორდულ დონეს მიაღწია ისეთ ქვეყნებშიც კი როგორიც არის აშშ, გერმანია და თურქეთი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფლაცია მეტწილად იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს. თუმცა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, რომელიც ინფლაციის შემცირებას უზრუნველყოფს. გრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებიც, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას.

დღის ამბები