"ბაიდენი ამერიკელებს სულელებივით ექცევა", პრეზიდენტი "წინდის მარიონეტია ადამიანის სახით"- ამ სიტყვებით მოიხსენია "ტესლას" დამფუძნებელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
მასკის უკმაყოფილება ბაიდენის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როცა პრეზიდენტი თეთრ სახლში ავტომწარმოებლებს შეხვდა, თუმცა "ტესლას" დამფუძნებელი არ დაპატიჟა. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "გენერალ მოტორსსა" და "ფორდს" ელექტრო მანქანების შექმნის მიმართულებით მიღწეული პროგრესისთვის მადლობა გადაუხადა, ილონ მასკი კი ამ შეხვედრაზე ყურადღების მიღმა დარჩა.
განაწყენებულმა მასკმა მოგვიანებით მხარდამჭერებს მიმართა, რომ ბაიდენს ელექტრომობილებში "ტესლას" ლიდერობის აღიარება მოსთხოვონ.