27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა, ომიკრონით მეორედაც დაინფიცირდეთ - რა ინფორმაცია ვრცელდება შტამით რეინფიცირების შესახებ

ისრაელში "ომიკრონის" ახალი ქვეშტამის, BA2-ით რეინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა იმ პირებში, რომელთაც "ომიკრონის" თავდაპირველი შტამი უკვე გადატანილი ჰქონდათ. 

ისრაელის მედია იუწყება, რომ რამდენიმე პირი, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ "ომიკრონის" თავდაპირველი, BA1 შტამით, დაინფიცირდნენ BA2 შტამითაც. უცნობია, იყვნენ თუ არა ეს პირები ვაქცინირებულები.

შემთხვევების რაოდენობა, ამ ეტაპზე, მცირეა, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, თუ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შეშფოთების სერიოზული საფუძველი გაჩნდება. 

"ომიკრონის" BA.2 ვარიანტით რეინფიცირების შემთხვევები ჯერ საკმარისი არ არის შემაშფოთებელი დასკვნების გასაკეთებლად, თუმცა არსებობს კვლევა "ომიკრონის" თავდაპირველი შტამის რეინიფირების შესახებ, რომლის შედეგებიც საგულისხმოა. 

როგორც მეცნიერები ამბობენ, კვლევის მიხედვით, "ომიკრონით" რეინფიცირების რისკი დელტასთან შედარებით, ხუთჯერ მეტია. 

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კვლევის შედეგები ეყრდნობოდა იმ ადამიანების მონაცემებს, რომელთაც ვირუსი 29 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში დაუდასტურდათ. კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა შტამების გადატანის შედეგად მიღებული იმუნიტეტი მხოლოდ 19%-ის შემთხვევაში მუშაობს. კვლევის შედეგად დადგინდა, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 2 ან მეტი კვირის შემდეგ, ან ბუსტერიდან 2 ან მეტი კვირის შემდეგ სიმპტომური "ომიკრონის" რისკი ბევრად დიდია, ვიდრე "დელტას" დროს იყო.

დღის ამბები