27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, დამოკიდებულია ევროკავშირის მაღალი სტანდარტების დაცვაზე - სვენ მიქსერი 

ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან სვენ მიქსერი აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელი ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანი და ამბიციური დოკუმენტია.

"ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამბიციური დოკუმენტია რომლის უპირველესი მიზანი საცხოვრებელი სტანდარტების გაუმჯობესებაა, მათ შორის ვაჭრობის გაღრმავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

საქართველოს დაფიქსირებული აქვს თავისი მნიშვნელოვანი ამბიცია, რაც ევროინტეგრაციას ეხება. ის პოლიტიკური მხარდაჭერა რასაც ვაფიქსირებთ არ არის მხარდაჭერა, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან პარტიისადმი. ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ლეგიტიმური სურვილისადმი.

იმისათვის, რომ სამომავლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება ჰქონდეს დამოკიდებულია არამხოლოდ ლეგიტიმურ სურვილზე, ან რეფორმების იმპლემენტაციაზე არამედ ევროკავშირის მაღალი სტანდარტების დაცვაზე. სამუშაოა კანონის უზენაესობის, ინსიტუტების დემოკრატიულობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.  

ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ერთიანი პოზიციაა - რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება მიისწარფოდეს საკუთარი სურვილებისკენ, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭეერას საქართველოს სუვერენიტეტიისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს ევროკავშირის ფუნდამენტური და ურყევი პოზიციაა,"- აცხადებს სვენ მიქსერი.

დღის ამბები