27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
უკანონობა და გადაცდომა არავის არ ეპატიება, კორუფციულ ფაქტებს არ დავუშვებთ - კახა კალეძე ქრთამის აღებისთვის დაკავებულ მერიის მაღალჩინოზნებზე

თაღლითობის და დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმე - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია, პარალელურად კი გრძელდება გამოკითხვები სუსში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 100%-ის წილის მფლობელი არის დედაქალაქის მერია. კახი კალაძე კი უკვე მეორე დღეა ფაქტზე განმარტბებს აკეთებს. ის აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი სწორედ კორუფციასთან ბრძოლაა.

"გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ ეპატიება უკანონობა და გადაცდომა. ყოველთვის ჰქონდა რეაგირება შესაბამის სამსახურებს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველასთან და არასდროს არ დავუშვებთ რაიმე კორუფციულ ფაქტებს. ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დაკავებულების ნაწილმა, სუსის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ მედიის კითხვებს უპასუხონ.

რაც შეეხება ადვოკატებს, საქმის მასალების გასაცნობად დღეს სუსში 4 დაკავებულიდან მხოლოდ ერთის უფლებადამცველი იმყოფებოდა.

"2 დღეა ვითხოვ ბრალდების მტკიცებულებების გადმოცემას, უშედეგოდ. დღემდე არც ერთი დოკუმენტი გადმოცემული არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ 4 მიმართვა წარვადგინე გუშინ და დღეს გამოძიებაში. რაც შეეხება პოზიციას, ბრალდებულისათვის, რომელსაც მე ვიცავ უცნობია თუ რა დანაშაულის გამო მოხდა მისი დაკავება. მას არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია," - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები