თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხ თანამშრომელს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. ყველა მათგანს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და თაღლითობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისთვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ბრალის წარდგენის შემდეგ დაკავებულთა საქმეზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.
"არავითარი მერიის მაღალჩინოსანს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ წარმოადგენს და ის არის უბრალოდ მენეჯერი ტრანსპორტის კომპანიის. მას შემდეგ, რაც გვექნება უკვე წვდომა საქმის მასალებზე, უკვე გვეცოდინება კონკრეტული პრეტენზიები გამოძიების მხრიდან და ყველა იმ კითხვას, რაც მათ ექნება აუცილებლად გაეცემა პასუხები.
ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა დაკავების პირველივე წუთში განუცხადა მათ, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან," - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.