27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
4 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 4 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის და რაზიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ჩიტაძის და 9 აპრილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ) და ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ბოჭორიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტოროშელიძის ქუჩის მოსახლეობას.

„თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები