"დოლჩე და გაბანა" თავის კოლექციაში ცხოველის ბეწვს აღარ გამოიყენებს.
"იტალიური მოდის სახლი უფრო მდგრადი მომავლისკენ მიისწრაფვის, სადაც ცხოველის ბეწვის გამოყენება შეუძლებელია," - აცხადებენ ბრენდის კომუნიკაციისა და მარკეტინგის სამსახურში.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ბენდის მაღაზიებთან აქციები არაერთხელ გამართეს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
მანამდე ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე ისეთმა მოდის სახლებმა თქვეს უარი, როგორიც არის "პრადა", "ვერსაჩე", "გუჩი", "არმანი" და "შანელი".