ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია რეგიონებში, მათ შორის, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს.. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას პირადად აწვდიან.
ადგილობრივებთან შეხვედრა ამჯერად ჩაქვში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გამართა.
მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს იმუნიზაციისა და წამახალისებელი კამპანიის მიმდინარეობის შესახებ.