27 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ხმაურიანი დაბრუნება პარლამენტში - საგაზაფხულო სესიის პირველი დღე პოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრი გახდა 

საქართველოს პარლამენტი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრი გახდა - საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომა ხმაურიანი აღმოჩნდა.

სხდომას 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ პირველად ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობა". ვიდრე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდნენ, მსჯავრდებული პრეზიდენტის გამოსახულებით ბანერი გაშალეს და ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

ყოფილი პრეზიდენტის სახელი და გვარი სხდომათა დარბაზში კიდევ რამდენჯერმე გაჟღერდა, თუმცა, სიტყვიერი შელაპარაკება მმართველ პარტიასთან არა ამ საკითხმა, არამედ სხვა თემებმა გამოიწვია - მაგალითად, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის ერთ-ერთი მშენებლობის საკითხზე მოხდა. 

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "ქართულ ოცნებას" საგარეო კურსიც დაუწუნეს, რასაც მმართველმა პარტიამ ოპონენტების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება უწოდა.

საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის ნაწილის პოზიცია კოლეგებისგან განსხვავებული იყო. "სტრატეგია აღმაშენებელმა" სხდომათა დარბაზიდან დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა, "ევროპელ სოციალისტებს" კი "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტამ, ცნობილი ქართული სიმღერა გაახსენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური განცხადებები საკრებულოებში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. მმართველმა პარტიამ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი გახარიას გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობის შესახებ და თქვა, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას ერთნაირი ხედვა აქვთ

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას 114 დეპუტატი ესწრებოდა. კანონმდებელმა საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს.

 

დღის ამბები