27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ორ თვეში გაუქმებული "მწვანე პასპორტი" - რატომ აღარ არის საქართველოში სავალდებულო კოვიდ საშვი

საკითხს, რომელიც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა "ომკრონმა" წერტილი დაუსვა. ქვეყნის მასშტაბით "მწვანე პასპორტის" სავალდებულო აღარა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"მწვანე პასპორტი" ეპიდემიოლოგიურ სურათს ამ ეტაპზე ვერ შეცვლის - ეს არის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ერთ-ერთი არგუმენტი ბარათის გაუქმებასთან დაკავშირებით. თამარ გაბუნია "ომიკრონის" თვისებებზე, მის სწრაფ გავრცელებასა და რეინფიცირების მაღალ რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბარათი უსაფრთხოების გარანტია აღარ არის.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობის 80% -ს იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს. ამირან გამყრელიძე ამ პროცენტულ მაჩვენებლებში ვირუსგადატანილ და ვაქცინირებულ პირებს გულისხმობს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დღევანდელი 24 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი უახლოეს დღეებში 35 ათასამდე გაიზრდება. ვირუსის პიკი დაახლოებით 15 დღეში იქნება და ამის შემდეგ უნდა დაიყოს მდგომარეობის დასტაბილურება.

ქვეყანაში 170 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კვლევითი ცენტრები ყოველდღიურად 1000-ობით ნიმუშს იკვლევენ. ჩატარებული PCR და ანტიგენ ტესტების 85% სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

დღის ამბები