27 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
შურისძიება კახეთში - ქალის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც სოფელმა სახლი დაუწვა, წარსულში, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის გაუპატიურებისთვის იყო ნასამართლევი

წუხელ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მთელი ღამე იწვოდა სახლი, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის. 42 წლის მამაკაცი, რომელსაც 68 წლის ქალის მკვლელობისთვის 15 წლიანი სასჯელი ემუქრება ახლა უსახლკაროცაა.

მამუკა მოკვერაშვილი წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლები.

ერთ-ერთი ვერსიით სახლი მას სოფელმა სწორედ ბოლო უმძიმესი დანაშაულის გამო გადაუწვა. სოფელ ჯუგაანში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

"კურიერი" დღესაც, ისევე როგორც მკვლელობის დღეს, ადგილზე იყო ჩასული და სიმართლის გარკვევას შეეცადა.

არცერთ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არის. დუმს სოფელი და ჯერ-ჯერობით დუმს გამოძიებაც, თუმცა ჯუგაანში შურისძიების ვერსიას არ გამორიცხავენ.

მამუკა მოკვერაშვილი ჯუგაანში ახალი დასახლებული იყო, ამიტომ ადგილობრივებს სავარაუდო მკვლელის შესახებ ბევრის თქმა არ შეუძლიათ. თუმცა, სოფელში აქვთ ინფორმაცია 42 წლის მამაკაცის წარსულ, მძიმე დანაშაულზე.

"როგორც ამბობენ ადრე ნასამართლევი ყოფილა, როგორც თქვეს საკუთარი ბებია გაუპატიურაო," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი

გამოძიების ინფორმაციით, 68 წლის ქალი საკუთარმა მეზობელმა მამუკა მოკვერაშვილმა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში 29 იანვარს, საკუთარ სახლში მოკლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 42 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები