27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები - კვლევამ სიცოცხლისთვის საშიში შედეგი აჩვენა

სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდ დროს ატარებენ, სისხლში ცილის მაღალი დონე აღმოაჩნდათ, რომელიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებასთან არის დაკავშირებული - ამის შესახებ INSIDER-ი წერს. გამოცემა ეყრდნობა ახალ კვლევას, რომელიც ჟურნალ Cyberpsychology, Behavior, and Social Networking-ში გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ზედმეტად დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს, მაღალი ჰქონდათ სისხლში C-რეაქტიული ცილის (CRP) დონე, რაც, თავის მხრივ, ისეთი დაავადებების განვითარების შესაძლებლობაზე მიანიშნებს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. 

კვლევის შედეგად ისიც გამოიკვეთა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობდნენ სოციალურ მედიას, მეტად უჩიოდნენ თავის, გულმკერდისა და ზურგის ტკივილს და უფრო ხშირად მიმართავდნენ ექიმს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ელოდნენ ნეგატიურ კავშირს სოციალური ქსელების დიდი დოზით გამოყენებასა და ჯანმრთელობას შორის, რადგან სოც.მედიაში დიდი დროის ხარჯვა დაკავშირებულია სტრესთან და ცუდ ძილთან; ასევე, ხშირ შემთხვევაში ანაცვლებს ბევრად ჯანსაღ აქტივობებს, როგორიცაა  მეგობრებთან ან ოჯახთან დროის გატარება და ვარჯიში.

კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 18-დან 24 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის 251 სტუდენტი იღებდა. დაეყრდნო მონაწილეთა სისხლის ნიმუშებსა და მათ მიერ შევსებულ კითხვარებს. 

დღის ამბები