27 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას სურს უკრაინაში ომი იხილოს. მეტიც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის ესეც არ კმარა და სურთ, რომ მსგავსი პროცესები საქართველოშიც განვითარდეს.

"რეზოლუციის ეს ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა, რაც ყოველთვის აისახება მათ შორის შესაბამის ტექსტებში.

რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. ეს არის ერთგვარი ომის პარტია.

მათ აშკარად სურთ, რომ იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და მე მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. გვაცალონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები