მაიამიში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 150-მდე ადამიანს.
ფლორიდის შტატში 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 5 დღის წინ ჩამოინგრა. ნგრევის ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის წინ ჩატარებულმა შემოწმებამ სტრუქტურული დაზიანებები აჩვენა.