28 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმის გამო 13 პირია დაკავებული - რას ამბობენ თვითმხილველები და რამ გამოიწვია ჩხუბი პოლიციის შენობასთან

პოლიციელებზე თავდასხმის გამო ურეკში 13 მამაკაცი დააკავეს - შემთხვევა პოლიციის შენობასთან მოხდა, სამართალდამცველებთან დაპირისპირება ბრალდებულთა ახლობლის დაკავებას მოჰყვა.

ურეკის პოლიცის განყოფილების ეზოში, 13 პირი მაშინ დააკავეს როდესაც მეგობრის გათავისუფლების მოთხოვნით ისინი სამართალდამცველებს დაუპირისიპირდნენ, გამოძიების ინფორმაციით , შეკრებილები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ხელს უშლიდნენ, სცადეს შენობაში შეჭრაც, ასევე პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

დანაშაული 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დაკავებულ პირებს ბრალს ხვალ წარუდგენენ. თუმცა ბრალს რომელიც 13 პირს წარედგინა არ იზიარებენ დაკავებულთა ახლობლები, ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ.

დღის ამბები