28 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ვინ იყო 5 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები მსოფლიოსთვის დღემდე შემზარავია

ტედ ბანდი - სერიული მკვლელების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. ტედი მანიაკი იყო, რომელიც თავის თავს შესანიშნადავ ნიღბავდა. მისი გარემოცვისთვის ის ქარიზმატული და საკმაოდ მეგობრულიც კი იყო. მას ერთი მეთოდი ჰქონდა, იგი მოტყუებით იტაცებდა ქალებს, თავი მოჰქონდა ავტორიტეტულ ადამიანად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მას მოთმინება არ ჰყოფნიდა და მსხვერპლის სახლში პირდაპირ იჭრებოდა, რის შემდეგაც მძინარე ადამიანებს კლავდა. სიკვდილამდე ქალებს აუპატიურებდა, შემდეგ კი თავს აჭრიდა და როგორც ამას თავად უწოდებდა, "სუვენირად" ინახავდა. ტედ ბანდი 1979 წელს დაიჭირეს, 10 წლის შემდეგ კი ელექტრო სკამზე დაასრულა სიცოცხლე.

No description available.


დენის ნილსონი - სერიული მკვლელების სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით მარტოსული და უბრალო ადამიანი გახლდათ, მაგრამ ამ ნიღბის უკან ცივსისხლიანი მკვლელი იმალებოდა. მან 15 ახალგაზრდა მამაკაცი სხვადასხვა დროს შეიტყუა თავის ბინაში 1978-83 წლების შუალედში. დენისი მათ კლავდა და შემდგომ მიცვალებულებთან ერთად ეძინა, რის შემდეგაც "ნარჩენებს" წვავდა, ან კანალიზაციაში რეცხავდა.

იგი ამბობდა, რომ ასე მარტოსულობის შეგრძნებას ივსებდა. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც საკანალიზაციო მილში ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნარჩენები აღმოაჩინეს. ნილსონს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ფოტოს გახსნა


ჯონ ვეინ გეისი - სერიული მკვლელების სიაში მესამე ადგილს იკავებს. იგი ცნობილია, როგორც "მკვლელი კლოუნი". თავიდან დაკავებული იქნა ორ თინეიჯერ ბიჭზე სექსუალური ძალადობის გამო, მაგრამ მალევე პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კლოუნად მომუშავე ჯონ გეისს 33 ახალგაზრდა ბიჭი ჰყავდა მოკლული. გვამებს თავისივე სახლის ეზოში, მდინარესთან ახლოს მარხავდა. მან დანაშაული დაკავებიდან მალევე აღიარა.

ფოტოს გახსნა


რიჩარდ რამირეზი - სერიული მკვლელების სიაში მეორე ადგილს იკავებს. მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რისი კვალიც შემდგომ მის ცხოვრებაზეც აისახა. იგი ცივსისხლიანად კლავდა ყველა სქესისა და ასაკის ადამიანს. საერთო ჯამში, მან 19 ადამიანი გააუპატიურა და მოკლა, ეს ყველაფერი კი 1984-85 წლებში მოახერხა. მისი ხელწერა იმდენად სასტიკი იყო, რომ მკვლელს მეტსახელით - "ღამის სტალკერით" მოიხსენიებდნენ. საბოლოოდ 1985 წლის ზაფხულის მიწურულს დააკავეს. რიჩარდ რამირეზის სასამართლო 1988 წლის 22 ივლისს დაიწყო. იგი პროცესზე ხელაწეული შევიდა, ხელზე პენტაგრამა ჰქონდა გამოსახული და დრამატული ფონის შესაქმნელად შემდეგ სიტყვებს ამბობდა - "დიდება სატანას." მანიაკი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ 2013 წელს გარდაიცვალა.

ფოტოს გახსნა


გარი რიჯვეი - სერიული მკვლელების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ეს კაცი ცნობილი იყო, როგორც "მწვანე მდინარის მკვლელი". მან 10 წლის განმავლობაში 71 ქალი მოკლა. მისი მსხვერპლები ძირითადად პროსტიტუციაში ჩართული ქალები იყვნენ. გვამებს კი "მწვანე" მდინარეში ყრიდა, სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელიც. გარის აყვანა მოხდა 2001 წელს.

ფოტოს გახსნა

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები