28 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
მთავრობათაშორისი კოალიციის "დემოკრატიათა თანამეგობრობის" გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მთავრობათაშორისი კოალიციის "დემოკრატიათა თანამეგობრობის" გენერალური მდივანი იმყოფება. თომას გარეტი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

დავით ზალკალიანთან გამართულ მოლაპარაკებაზე საუბარი იყო კოალიციის ფარგლებში საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებზე. მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის - "დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე

"2019 წლიდან საქართველო აქტიურადაა ჩართული "დემოკრატიათა თანამეგობრობის" საქმიანობაში, იგი შერჩეულ იქნა მმართველი საბჭოს წევრად, ასევე გახდა სამუშაო ჯგუფის - "დემოკრატია და ტექნოლოგიები" თავმჯდომარე ქვეყანა.

ჩემი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მესაუბრა იმ საკითხებზე, რომლის ირგვლივაც ერთად მუშაობა შეგვიძლია, ასევე გავცნობოდი საქართველოში არსებულ ვითარებას, თქვენ სხვადასხვა რეფორმებს ახორციელებთ, გაქვთ ძალიან აქტიური პერიოდი პოლიტიკურ ცხოვრებაში," - აღნიშნა მთავრობათაშორისი კოალიციის "დემოკრატიათა თანამეგობრობა" გენერალური მდივანმა, თომას გარეტმა

 

 

 





 

დღის ამბები