სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის კოალიციის გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციამ შესაძლოა საკუთარი მანდატები არ აიღოს. რობერტ ქოჩარიანის ბლოკი, რომლებმაც ხმების 21 პროცენტი აიღო, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.
დღეს ოპოზიციამ გეგმების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. სომხეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ მისი ალიანსი აპირებს არჩევნების წინასწარი შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
"არჩევნები დარღვევის ფონზე წარიმართა. ჩვენ ვაპირებთ შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივროთ. ახლა მსჯელობა გვაქვს იმაზე, ავიღებთ თუ არა საპარლამენტო მანდატებს. ყველა წინასაარჩევნო კვლევა სრულიად სხვა შედეგებს აჩვენებს, ხმების დათვლის შემდეგ კი სულ სხვა შედეგებს მივიღებთ," - ამბობს სომხეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რობერტ ქოჩარიანი.