28 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ჯერ საკითხავია, რამდენად მიაღწევს გიორგი გახარიას გუნდი არჩევნებამდე - შალვა პაპუაშვილის თქმით "ქართული ოცნება" უკონკურენტოა

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერც მიაღწიონ. ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ მოძრაობას დიდი იმედგაცრუება ელის, თუკი ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.

შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს.  

"რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, "ქართული ოცნება" მინიმუმ გაიმეორებს იმ შედეგს, რომელიც ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებზე - 48%-ს და მე ვფიქრობ, შეიძლება მეტიც მივიღოთ.

ჯერ საკითხავია, რამდენად მიაღწევენ არჩევნებამდე. რამდენად მიხვდებიან ზოგადად, რომ აქვთ რაიმე შანსი იმისა, რომ მხარდაჭერა მიიღონ. გიორგი გახარიას სამი ინტერვიუ იყო სხვადასხვა და რაც კი მოვისმინეთ, შინაარსობრივი ვერაფერი მოვისმენთ. ეს იყო გარსი შინაარსის გარეშე, იყო წყალი, არაფერი ისეთი არ თქმულა, რომელიც რამენაირად ახსნიდა მის დაბრუნებას პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე, ბევრი ილაპარაკა, რაც არ იყო სიმართლე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს "ქართულ ოცნებას" სერიოზული და მთავარი კონკურენტი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე არ ჰყავს.

"დღესდღეობით, "ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში 14 პარტია მოხვდა, 9 საარჩევნო სუბიექტი სწორედ იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით დაწესდა 1%-იანი ბარიერი. იდეა იყო იმაში, რომ ბევრი პარტია ყოფილიყო პარლამენტში და ბევრ პარტიას ჰქონოდა შესაძლებლობა წარმოეჩინა საკუთარი თავი, საკუთარი ინდივიდუალური ნიშანი მოეძებნა ამომრჩევლების თვალში. სამწუხაროდ, რამდენიმე თვე ამ პარტიებმა არ გამოიყენეს ამისთვის, შედეგი რაც მიიღეს, არის ის, რომ ისინი გაიგივდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ერთ სივრცეში მოექცნენ," - აცხადებს შალვა პუპაშვილი

დღის ამბები