28 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
400-მდე მუსიკოსის მოთხოვნაზე საკომიტეტო მოსმენა დაიწყო - მუსიკოსები კუთვნილი ჰონორარების მიღებას მოითხოვენ

პარლამენტში საავტორო უფლებებზე მსჯელობა გვიანობამდე გაგრძელდა. კულტურის კომიტეტმა 400-მდე ხელოვანის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა დაპირისპირებული მხარეების მოსმენას დაუთმო. უკმაყოფილო მუსიკოსებს წარმოადგენდა კომპანია "გერა", რომლის სპიკერმაც კანონის ხარვეზებზე ისაუბრა.

ხელოვანები მოითხოვენ ისეთ უფლებას, რომლის მიხედვითაც თავად შეძლებენ აირჩიონ საავტორო უფლებების დაცვის და ჰონორარის გამანაწილებელი კომპანია. მოპასუხე მხარე იყო საავტორო უფლებათა ასოციაცია, სადაც ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ბაზარზე რამდენიმე კომპანიის გამოჩენა სისტემას ჩამოანგრევს და ამის მაგალითი არაერთ ქვეყანაში იყო.

რაც შეეხება დეპუტატებს - მათ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, თუმცა, ამბობენ, რომ კითხვები არსებობს და საჭიროა ამ კითხვებს პასუხები გაეცეს.

დღის ამბები