28 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"წყალი დალიეთ" - რონალდუმ "კოკა-კოლა" გვერდით გადადგა, რის გამოც კომპანიამ 4 მლრდ იზარალა

ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლას" ორი ბოთლი გვერდზე გადადგა.

"წყალი დალიეთ," - განაცხადა მან.

"კოკა-კოლა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, ფეხბურთელის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში "კოკა-კოლას" აქციების ფასი 4 მილიარდით გაუფასურდა და $242 მილიარდიდან $238 მილიარდამდე დაიწია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის ქმედება გახდა.

აღსანიშნავია ის, რომ პორტუგალიელთა კაპიტანს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში 11 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები