28 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება - DRI მზად არის საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს

როგორი უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მზად არის, საკანონმდებლო ორგანოს, ამ მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

DRI-ში მიესალმებიან "ლელოს" ინიციატივას და იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ადეკვატურად შეაფასებს არსებულ რისკებს და არსებული კანონპროექტის გაუმჯობესებაზე მუშაობას დაიწყებს.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არსებული პროგრესის მიუხედავად, რისკების შესამცირებლად გასატარებელი რჩება არაერთი რეფორმა.

"კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყება არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმიტომ რომ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები ამბობენ, რომ სწორედ უწყება, რომელიც ებრძვის კორუფციულ დანაშაულებს, უნდა იყოს გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით აღჭურვილი, უნდა იყოს დამოუკიდებელი და, შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც თავისი მაღალი საიდუმლოების ბუნებით ხასიათდება, ბუნებრივია, აღნიშნულ უფლებამოსილებას ეფექტიანად ვერ ახორციელებს,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” იურისტი, თათია კონიაშვილი.

დღის ამბები