28 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოვდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - თამარ გაბუნია

როგორ წახალისდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სრულად აიცრნენ - ამ თემაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. დღევანდელი სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, კომპანიებმა ვაქცინაციისთვის თანამშრომლები უნდა წაახალისონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

მისივე ცნობით, დღეს თუ არის 200-მდე სპეციალური ზონა, ეს რიცხვი გაორმაგდება და 400 ამცრელი ბრიგადა იქნება საქართველოს მასშტაბით.

"საკოორდინაციო საბჭომ დღეს განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში. ეს გეგმა განხორციელდება დამატებით სამედიცინო დაწესებულებების პროგრამაში ჩართვის საფუძველზე და ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის საფუძველზე. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისში ქვეყანა მილიონ ან მილიონ-ნახევარ დოზა სხვადასხვა ვაქცინას ელოდება.

"არის უკვე მყარი მონაცემები იმისა, რომ ქვეყანა ივლისში მიიღებს სულ მცირე მილიონ ან მილიონ-ნახევარ დოზას სხვადასხვა ვაქცინისას. თარიღები ზუსტად ალბათ მომავალი კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი. მასობრივ ვაქცინაციაზე გადავალთ, როცა ნახევარი მილიონი მაინც გვექნება,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

 

დღის ამბები