28 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
გლდანის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს 15 ივნისს წყალმომარაგება შეეზღუდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ხვალ, 15 ივნისს, ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, კომპანია წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 ივნისს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

თემქის მე-3 მ/რ-ს კვარტლებს ,გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის N 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა.

გლდანის რაიონში:

ავჭალა 1-ში(მუხიანის სამხედრო დასახლება): გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

დღის ამბები