მეცნიერთათვის დღემდე ამოუხსნელ თავსატეხად რჩება - ვართ თუ არა სამყაროში მარტოები. ექსპერტები, მკვლევრები და უფოლოგები ამ თემაზე უკვე ათწლეულებია მსჯელობენ.
NASA-მ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოყო მკვლევართა სპეციალური ჯგუფი, რომლებსაც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დაკვირვება ევალებათ. ასევე პენტაგონი ამზადებს გარკვეულ საბუთებს გამოსაქვეყნებლად, სადაც არაერთი მტკიცებულება და ფაქტია აღბეჭდილი უცხოპლანეტელების შესახებ.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ადასტურებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ჩანაწერებისა და ფოტოების არსებობას. ასევე მან "გვიან შოუში" განაცხადა - "როდესაც საქმე უცხოპლანეტელებს ეხება, არის საკითხები, რასაც უბრალოდ ვერ გეტყვით."
NASA-ს ახალმა ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა, რომელიც თავად ასტრონავტი იყო, CNN-თან ინტერვიუში ახალ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს ნებას აძლევს გამოიკვლიოს მაღალი სიჩქარით მოძრავი ამოუცნობი ობიექტები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში არიან შემჩნეულნი სამხედრო პილოტების მიერ წლების განმავლობაში.
"ჩვენ არ ვიცით, ისინი ვინ არიან, მტრები თუ მეგობრები, თუ ეს, უბრალოდ, ოპტიკური ფენომენია," - ამბობს ბილ ნელსონი.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე