28 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს ე.წ. მუქარის წერილი შსს-ში, საკუთარ კაბინეტში გადასცა - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ე.წ. მუქარის წერილი გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს შსს-ში, საკუთარ კაბინეტში გადასცა.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბადრი ჯაფარიძე, ის პირია, რომელიც  შუამავლის როლს ასრულებდა, ხაზარაძე ტყუილს უწოდებს და ძალოვან სტრუქტურებს საქმის ამ ეპიზოდის გამოძიებისკენ მოუწოდებს. უფრო კონკრეტულად კი ხაზარაძე პროკურატურასა და მინისტრ ვახტანგ გომელაურის ბადრი ჯაფარიძის გიორგი გახარიასთან, შს სამინისტროში მისვლის კადრების ამოღებას სთხოვს. 

ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ის დარწმუნებულა, ე.წ. მუქარის წერილი გიორგი გახარიას დაწერილი არ აირს. 

"ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის.

როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი მის კაბინეტში. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს.

გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები