28 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა.

აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს - პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუზის მშენებლობა 8 მილიონი ლარი დაჯდება.

"ჩვენ ქუთაისში დავიწყეთ ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც 8 მილიონი ლარი გვიჯდება. ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები