28 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
აუხდენელი ამერიკული ოცნება - "მწვანე ბარათის" 24 000 მფლობელი ბაიდენს უჩივის

აშშ-ის წინააღმდეგ სარჩელების შეტანა ათასობით ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც "მწვანე ბარათების" მოგების მიუხედავად, ქვეყანაში შესვლაზე შტატები მათ უარს ეუბნებოდა. მიზეზად კი, კორონავირუსის პანდემია სახელდებოდა, "მწვანე ბარათის" იღბლიან მფლობელებს, შესაბამისად გაუჩნდათ შიში, რომ ამერიკული ოცნების ახდენის შანსს დაკარგავდნენ.

აშშ-ის მთავრობას 141 ქვეყნიდან 24 000 ადამიანი უჩივის. ამ თემაზე ადვოკატი კურტის მორისონი თავისი ტვიტერის ანგარიშზე წერს.

"ჩანიშნულია 24 089 ადამიანის საჩივარი, რომელიც შეტანილია კოლუმბიის ერთ-ერთ სასამართლო ოლქში" - განაცხადა კურტის მორისონმა.

"მე პროგრამაში მას შემდეგ ჩავერთე, რაც ზაფხულის მივლინებაში ამერიკაში მოგზაურობა მომიწია, ნანახმა აღმაფრთოვანა და მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება იქ მინდოდა." - აღნიშნა "მწვანე ბარათის" გათამაშების ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, რომელსაც სხვების მსგავსად ახლა ამ შანსის დაკარგვის ეშინია.

"მე მოვიგე, მაგრამ თავს რაღაც გამარჯვებულად ვერ ვგრძნობ";

"ეს ლატარია იყო, მაგრამ ბოლომდე გასამარჯვებლად ჩვენ ადვოკატი გვჭირდება";

"ამერიკული ოცნება ნელ-ნელა ქრება," - მსგავსი შინაარის განცხადებები ჯგუფში, რომელიც სპეციალურად "დაზარალებულებისთვის" შეიქმნა, ანონიმურად ქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად ამერიკა  55 000 მწვანე ბარათს ათამაშებს, რომელიც  სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები