28 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
იმოქმედა, თუ არა პანდემიამ ქორწინებებზე - რამდენი წყვილი განქორწინდა გასულ წელს საქართველოში 

მსოფლიო მედია, მათ შორის  BBC  ხშირად წერდა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება.

სპეციალისტების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ურთიერთობები კრახს განიცდის, ეს პანდემიის პირობებში წყვილის მუდმივად ერთად ყოფნაა - ლოკდაუნისა და სოციალური დისტანციის გამო მათ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ დროის ერთად გატარებაა.

რა ვითარება იყო გასულ წელს ამ მხრივ საქართველოში: 

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

რაც შეეხება რეგისტრირებული განქორწინების რაოდენობას, ამ თვალსაზრისით დედაქალაქი ლიდერობს - 2 894 მონაცემით. ხოლო ყველაზე დაბალი მონაცემი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა - 53 რეგისტრირებული განქორწინებით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს, რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

მათივე მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 28.1 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს.

რაც შეეხება რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობას რეგიონების მიხედვით, ლიდერობს თბილისი 5 008 რეგისტრირებული ქორწინებით. ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა - 146 რეგისტრირებული ქორწინებით.

დღის ამბები