28 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღით დავტოვოთ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა უკვე დატოვა. თუმცა შეხვედრაზე შესვლას ისევ აპირებს. 

მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, მან და მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღე დატოვონ. 

"ისევ უნდა შევიდე პანსიონში და დავესწრო შეხვედრას. ბავშვებს ვესაუბრებით. სოციალურ მუშაკებს ასეთი ამოცანა აქვთ - გაარკვიოთ ამ ბავშვებიდან ვის აქვს სურვილი, დატოვოს ეს პანსიონი, ან ვის არ აქვს. ოღონდ, ეს მხოლოდ ბავშვზე არ არის დამოკიდებული, სად უნდათ წასვლა, ესაა მთავარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღე დარჩნენ და გაიცნონ ეს ბავშვები ამ პერიოდში. ამ წუთას კომისიის წევრებისა და ყველა ბავშვის ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს. თავად სპირიდონი კი ამ შეხვედრას არ ესწრება," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. 

დღის ამბები