28 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
დღეს საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოდიან - რა მოლოდინია მმართველ პარტიაში

დღეს საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოდიან. დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოში უკრაინიდან უნდა ჩამოფრინდეს.

შეხვედრებისას საუბარი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იქნება. შაჰინი და პორტმანი საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან. შეხვდებიან პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

მმართველი პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ამერიკელი სენატორები  ოპოზიციის ნაწილს იმის შესახებ მიუთითებენ, თუ რამდენად მიუღებელია რადიკალიზმი დემოკრატიული ქვეყნისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები