ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა, მათ შორის მათაც, ვინც სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლებით სარგებლობს - ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამონაკლისია დაშვებული ბელარუსის სახელმწიფო მოხელეებისთვის ოფიციალური ვიზიტებისთვის და სახელმწიფო ტრანსპორტის პერსონალისთვის.
ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის მიერ წესების გამკაცრებამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.