განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 40 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული ბათუმში. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა, ამ დრომდე, სტაბილურად მძიმე რჩება. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.