29 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
112-ის დღეს შს მინისტრის ბრძანებით ყველა ოპერატორი დაჯილდოვდა

112-ის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ბრძანებით, ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა, ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის თბილისის ცენტრს ეწვია და 112-ის თანამშრომლებს პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა.

ასევე, რუსთავის ცენტრის უფროსს, გადაეცა სამინისტროს მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

"როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში 112-ს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. 2020 წელს ოპერატორებმა 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზარების ეფექტური მართვისთვის და გადაუდებელი დახმარების ნომერთან შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112-ში ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა.

2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, 112-ის დღეს აღნიშნავს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები