29 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს 

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. 21 წლის ერიკ დრულევი როკის გვირაბთან აიყვანეს. ახალგაზრდა წარმოშობით ოკუპირებული სოფელი არცევიდანაა და ამჟამად გორში ცხოვრობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ის ვლადიკავკაზში ბაბუასთან მიდიოდა. უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. მომხდართან დაკავშირებით დეტალები უცნობია ოჯახის ახლობლებისთვის.

დღის ამბები