შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა. 33 წლის მამაკაცი ბათუმში, დროებით საცხოვრებელში, აიყვანეს.
რუსეთის ფედერაციამ მასზე ძებნა 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა. მას ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და მართვა, ადამიანის გატაცება, მუქარით გამოძალვა, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანება ედება.
დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.