29 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
წყალდიდობა ბოლივიაში - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლებები დაიტბორა

ბოლივიაში, ძლიერი წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლებები დაიტბორა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. შეზღუდული იყო გადაადგილება. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ფერმები, სადაც დაიხოცა 17 ათასზე მეტი ქათამი.

სტიქიამ ათასობით ოჯახი დააზარალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები