29 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 511   კვლევა ტესტით, მათ შორის 9300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5211 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  232 079-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  222 787-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2646 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6620, საიდანაც 4012  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1970, იმერეთში - 2473,"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები