29 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მთავრობა 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას სრულად დაასუბსიდირებს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების შემთხვევაში, მთავრობა მოქალქეების სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

"ელექტროენერგიაზე მოსალოდნელია ტარიფის ზრდა, ისევე, როგორც წყალზე. წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავზე და მცხეთაზე. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სოციალურ მიზნობრივ დახმარებას ვუწევთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მათი სოციალური მდგრადობა უზრუნველვყოთ. ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა და ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, ტარიფის ზრდა რა რაოდენობით მოხდება, ჩვენ გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას, დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები