29 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამით, ფოთის პორტში 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შევიდა

ფოთის პორტში 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, ეს შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის ნაწილია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად.

"გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში," - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები