29 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე, ჩვენი სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით - გოჩა ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, მომავალ წელს გამოცხადდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც საქართველოს სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველომ ამ საქმეში შედეგი უნდა მიიღოს მტკიცებულებების და სიმართლის სიმყარის ადეკვატური:

"2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე. ჩვენი სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით, ამიტომ, შესაბამისად, შედეგი ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს ამ მტკიცებულებების სიმყარის და ამ სიმართლის სიმყარის ადეკვატური. ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა, რომლის დირექტორატის წევრი ამჟამად ვარ, 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დაამტკიცა 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3 წლიანი პროგრამა. პროგრამის დეტალები დაზუსტდება 2021 წლის განმავლობაში," - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, თეა ახვლედიანის თქმით, უწყების უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი რჩება:

"უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესება. ჩენ გავაძლიერებთ მუშაობას ყველა მოქალაქის, მათ შორის ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, მირიან თაზიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები