ერევანში ოპოზიციისა და მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინა, სამართალდამცავებმა მთავრობის შენობასთან დემონსტრანტების შესაკავებლად სპეციალური კორდონი მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "ნიკოლ მოღალატე!", "სომხეთი ნიკოლის გარეშე!" სომხეთის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გუშინ სიუნიქის რეგიონშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა ნიკოლ ფაშინიანს რეგიონში შესასვლელი გზა გადაუკეტეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა მოსახლეობას შეხვდეს და არსებული ვითარება გააცნოს, თუმცა საზოგადოების ნაწილი ფაშინიანისგან მხოლოდ გადადგომას მოითხოვს. აქციები სომხეთში თვეზე მეტია მიმდინარეობს.